საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი
ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტი
ქართ | Eng | Rus

” ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტი”

      დეპარტამენტი და მისი ისტორია

        საზოგადოების საყოველთაო ინფორმატიზაციის პირობებში, ინფორმატიკა ჩამოყალიბდა  ფუნდამენტურ მეცნიერებად, რომელიც შეისწავლის ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების ზოგად პრინციპებს და მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებს.ზოგად-ფუნდამენტური ხასიათის მიუხედავად, ინფორმატიკის გამოყენებას ყოველ ცალკეულ სფეროში, მისი სპეციფიკიდან გამომდინარე, გარკვეული თავისებურებები ახლავს. სწორედ ეს გარემოებაა ასახული დეპარტამენტის დასახელებაში ”ინტერდისციპლინური ინფორმატიკა”, რომელიც გულისხმობს ინფორმატიკის ფუნდამენტური პრინციპების გამოყენებას კონკრეტული დარგის მოთხოვნების გათვალისწინებით.

       დეპარტამენტის ისტორია იწყება 1975 წელს , როდესაც პროფესორ მიხეილ გოთოშიას ხელმძღვანელობით, ზოგად - ტექნიკურის სტატუსით შეიქმნა ” საინჟინრო და ეკო-ნომიკურ გაანგარიშებებში კომპიუტერების გამოყენების ” კათედრა . 1995 წლიდან იგი ფუნქციონირებდა ” ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგი-ების ” კათედრის, ხოლო 2012 წლიდან, ახალ სტრუქტურებზე ტექნიკური უნივერსიტეტის გადასვლის შემდეგ, ”ინტერდისციპლინური ინფორმატიკის” დეპარტამენტის სახელით.

სწავლების მიმართულებები

       ამჟამად დეპარტამენტი, ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში, უზრუნველყოფს:

ბაკალავრიატის ორ სასწავლო მოდულს:

მენეჯერული და ბიზნეს ინფორმატიკა;

სოციალური ინფორმატიკა;

მაგისტრატურის ორ სპეციალიზაციას:

მენეჯერული ინფორმატიკა;

მულტიმედიური ტექნოლოგიები და ვებ-დიზაინი.

     მენეჯერული და ბიზნეს-ინფორმატიკა (Managerial and Business Informatics) არის ინფორმატიკის დარგი, რომელიც შეისწავლის ინფორმაციული ტექნოლოგიების დაპ-როექტების, დანერგვისა და გამოყენების ასპექტებს ბიზნესის და მენეჯმენტის სფეროში. სპეციალიზაცია ფართოპლანიანია. გულისხმობს ისეთი საგნების შესწავლას, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან, ინფორმატიკასთან, ეკონომიკასთან, მენეჯმენტისა და ბიზნესის საფუძვლებთან. ბიზნეს-ინფორმატიკა, როგორც ინფორმატიკის მიმართულება ჩამოყალიბდა გერმანიაში. ახლა ბიზნეს-ინფორმატიკის საგანმანათლებლო პროგრამები ევროპისა და ამერიკის მრავალ უნივერსიტეტში გვხვდება.

    სოციალური ინფორმატიკა –Social Informatics  ( გვხვდება დასახელებაც Social Computing) ინფორმატიკის  შედარებით ახალი და სწრაფად განვითარებადი დარგია, რომელიც სოციალური სფეროს ინფორმატიზაციის საკითხებს შეისწავლის. მისი დანიშნულებაა სოციალური და ინფორმაციული ტექნოლოგიების სინთეზი. სპეციალიზაცია  გულისხმობს  ისეთი საკითხების შესწავლას, რომლებიც დაკავშირებულია ინფორმაციულ ტექნოლოგიებთან,  მენეჯმენ ტ თან, ფსიქოლოგიასთან, სოციალური პროცესების კომპიუტერულ ანალიზთან, სოციალური ქსელებისა და ვებ – ტექნოლოგიების დაპროექტებასა და ექსპლუატაციასთან. სოციალური ინფორმატიკა, როგორც ახალი მიმართულება ჩამოყალიბდა დიდ ბრიტანეთში. ამჟამად შესაბამისი საგანმანათლებლო პროგრამები არის ევროპის, ამერიკის, იაპონიის, ავსტრალიის უნივერსიტეტებში.

    გარდა აღნიშნულისა, თავისი ”ინტერდისციპლინური” არსიდან გამომდინარე, დეპარტატამენტი ინარჩუნებს ფუნდამენტურ ფუნქციას და უზრუნველყოფს როგორც ზოგად-საუნივერსიტეტო ასევე იმ სასწავლო დისციპლინების სწავლებას, რომლებიც კონკრეტულ სფეროებში კომპიუტერული ტექნოლოგიების გამოყენებასთანაა დაკავშირებული.

 

სასწავლო დისციპლინები

      ტრადიციულთან ერთად სასწავლო პროგრამა შეიცავს რიგს ახალი დისციპლინებისა (იხ, დისციპლინათა ჩამონათვალი) რომლებიც   მსოფლიოს წამყვან უნივერსიტეტებში ისწავლება.

 

 

ბაკალავრიატის სასწავლო  დისციპლინათა  ჩამონათვალი

ვიზუალური დაპროგრამება

ინფორმატიკა და საზოგადოებრივი განვითარების კანონზომიერებანი

მონაცემთა ბაზების მართვის სისტემები (SQL, Oracle)

ფსიქომეტრიკის საფუძვლები

მენეჯმენტის ინფორმაციული ტექნოლოგიები  

სოციოლოგიურ  მონაცემთა კომპიუტერული ანალიზი

ბიზნეს-მონაცემთა კომპიუტერული ანალიზი

სოციალური პროცესების კომპიუტერული მოდელირება

ადამიანური რესურსების მართვა

სოციალური ქსელების დაპროექტება

საფინანსო  კომპიუტერული ტექნოლოგიები

ეკონომიკური ანალიზის ინფორმაციული ტექნოლოგიები

გადაწყვეტილებათა მიღების კომპიუტერული მხარდაჭერა მენეჯმენტსა და ბიზნესში

კომპიუტერული გრაფიკა და მულტიმედია

ინფორმაციული მენეჯმენტის კომპიუტერული ტექნოლოგიები

ინფორმაციის დაცვის მეთოდები და სისტემები

ბიზნეს-პროცესების მოდელირება და დიზაინი

ვებ-დაპროგრამების ტექნოლოგია: PHP

საქმიანი თამაშები ბიზნესსა და მენეჯმენტში

ინტელექტუალური სისტემები

ელექტრონული ბიზნესის ტექნოლოგიები

კონფლიქტურ სიტუაციებში გადაწყვეტილების მიღების ინტერაქტიური სისტემები

ბიზნესისა და მარკეტინგის ინფორმაციული უზრუნველყოფა

 

 

 

საუნივერსიტეტო დისციპლინები

ინფორმაციული ტექნოლოგიები 1;

ინფორმაციული ტექნოლოგიები ეკონომიკასა და ბიზნესში;

ინფორმაციული ტექნოლოგიები 2;

მულტიმედიური ტექნოლოგიები;

თანამედროვე ელექტრონული კომუნიკა-ციები;

ალგორითმიზაციისა და დაპროგრამების საფუძვლები.

 

კურსდამთავრებულთა დასაქმება

      აღნიშნული სპეციალიზაციებით საბაკალავრო პროგრამის დასრულების შემდეგ,  დასაქმება შესაძლებელია ბიზნესის, წარმოების, ორგანიზაციული და სოციალური მენეჯმენტის, სახელმწიფო მართვის, საგანმანათლებლო, მასმედიისა და საზოგადოდ, თანამედროვე კომპიუტერული ტექნიკითა და მართვის პროგრესული ფორმებით აღჭურვილ ადამიანის საქმიანობის ყველა სფეროში, სადაც ეწევიან ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და პროექტების დამუშავებას , ადაპტაციას და დანერგვას, ინფორმაციული სისტემების მენეჯმენტს, მუშაობენ პროგრამისტებად, უზრუნველყოფენ სოცია-ლური და ბიზნეს-პროცესების ინფორმაციულ-ანალიტიკურ  მხარდაჭერას.

ჩვენი კურსდამთავრებულები  წარმატებით საქმიანობენ საჯარო ორგანიზაციებსა და კომერციულ ფირმებში  ოფის და ინფორმაციული ტექნოლოგიების მენეჯერებად, წამყვანი ბანკების ფილიალებში, მობილური კავშირის კომპანიებში, საჯარო რეესტრში, ადამიანური რესურსების (HR) მართვისა და მონიტორინგის სფეროში , წარმოებაში და სხვ.

 

მატერიალურ-ტექნიკური ბაზა და სასწავლო პროცესი

       დეპარტამენტის ტერიტორიაზე განთავსებულია უახლესი კომპიუტერული ტექ-ნიკით აღჭურვილი 5 ლაბორატორია და 2 სალექციო აუდიტორია. კომპიუტერები ჩართულია ლოკალურ ქსელსა და ინტერნეტში. სასწალო ლაბორატორიები უზრუნველყოფილია თანამედროვე ოპერაციული სისტემებით, დაპროგრამებისა და მონაცემთა ბაზების მართვის სისტემებით, სხვადასხვა დანიშნულების პროგრამული პაკეტებით.

   დეპარტამენტში ფუნქციონირებს სტუდენტთა და მაგისტრანტთა სამუშაო ოთახი ბიბლიოთეკა.

სასწავლო პროცესი უზრუნველყოფილია მიმართულების თანამშრომელთა მიერ მომზადებული სახელმძღვანელოებით, მეთოდური ნაშრომებით, კონსპექტებით, მათი ელექტრონული ვერსიებით, ინტერნეტწყაროებით, სტუ-ს და ფაკულტეტის ბიბლიოთეკაში არსებული დამხმარე ლიტერატურით.

       ამჟამად სასწავლო პროცესში ჩართულია ბაკალავრიატის 19 და მაგისტრატურის 2 ჯგუფი.  დეპარტამენტის მთავარი ამოცანაა სტუდენტზე ორიენტირებული სწავლების პრინციპის ხელშეწყობა და ცხოვრებაში გატარება, ზრუნვა სწავლების ხარისხის ამაღ-ლებისათვის.     

       წარმატებული სტუდენტები და მაგისტრანტები მუდმივად მონაწილეობენ სტუდენტთა სამეცნიერო კონფერენციებში, სადაც სისტემატურად იკავებენ საპრიზო ადგილებს.

 

აკადემიური პერსონალი და სასწავლო-სამეცნიერო საქმიანობა

       დეპარტამენტში  აკადემიურ და სამეცნიერო საქმიანობას ეწევა 8 სრული პროფესორი, 14 ასოცირებული პროფესორი, 2 ასისტენტ-პროფესორი, 24 უფროსი მასწავლებელი. მოწვეულის სტატუსით აკადემიურ საქმიანობას აგრეთვე ეწევა 2 სრული და 2 ასოცირებული პროფესორი.  4 სრული პროფესორს (ა. მილნიკოვი, ი. როდონაია, გ. ძიძიგური, ი. ხომერიკი) ხელეწიფება ლექციების წაკითხვა ინგლისურ ენაზე. რუსულ ენაზე ლექციების წაკითხვა შეუძლია ყველა პროფესორს.  

      დეპარტამენტის პროფესურა  12 დოქტორანტის სამეცნიერო ხელმძღვანელია.

      აკადემიური პერსონალი მუდმივად მუშაობს სასწავლო დისციპლინების სილაბუსების დასახვეწად, საჭირო  ლიტერატურით სასწავლო პროცესის უზრუნველყოფისათვის. გამოცემულია და მზადდება ახალი სახელმძღვანელოები და მეთოდური ნაშრომები. ამ საქმიანობაში პროფესურა ითვალისწინებს სტუდენტთა სურვილებსა და მოსაზრებებს. დეპარტამენტის სამეცნიერო თემატიკა მოიცავს სხვადასხვა პრობლემატიკის ამოცანათა მოდელირების, ალგორითმიზაციის, შესაბამისი  ინფორმაციული ტექნოლოგიების დამუშავების, დანერგვის და ამისათვის აუცილებელი მეთოდოლოგიური საფუძვლების შექმნის ასპექტებს. კერძოდ, სამეცნიერო მუშაობის ძირითადი მიმართულებებია:

      _ ტექნიკური, ეკონომიკური, სოციალური, საბაზრო და სხვ. ობიექტებისა და სისტემების და მათში მიმდინარე პროცესების მართვის მოდელების, ალგორითმებისა და შესაბამისი ინფორმაციული ტექნოლოგიების კვლევა და შემუშავება ;

     _ ადამიანური რესურსების მართვის პრობლემების კვლევა და სათანადო ინფორმაციული ტექნოლოგიების შემუშავება ;   

     _ სხვადასხვა სფეროში გადაწყვეტილებათა მიღების მოდელებისა და ალგორითმების კვლევა , მათი კომპიუტერული მხარდაჭერისათვის ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და სისტემების შემუშავება .

      დეპარტამენტის პროფესურა მონაწილეობს სხვადასხვა საგრანტო პროგრამებსა და სამეცნიერო-პრაქტიკულ პროექტებში, იწვევენ მონაწილეობის მისაღებად საერთაშორისო კონფერენციებში, მათი ნაშრომები ქვეყნდება პრესტიჟულ, როგორც ადგილობრივ, ასევე  უცხოეთის სამეცნიერო ჟურნალებში.

     დეპარტამენტი დიდ ყურადღებას იჩენს ახალგაზრდა კადრების მიმართ. ამჟამად, დეპარტამენტ შ ი მოღვაწეობს და სასწავლო–სამეცნიერო პროცესში ჩართულია ჩვენი 7 კურსდამთავრებული. მიღებული პრაქტიკაა ლაბორატორიის ტექნიკური პერსონალის თანამდებობაზე დამამამთავრებელი კურსების სტუდენტთა სწავლასთან შეთავსებით მუშაობა. ყოველივე ეს, დეპარტამენტში თაობაათა უმტკივნეულო ცვლის საიმედო გარანტიაა.

 

 ” ინტერდისციპლინური ინფორმატიკის დეპარტამენტი”

    ”ინტერდისციპლინური ინფორმატიკის” დეპარტამენტი ინფორმატიკისა და მართვის სისტემების ფაკულტეტის შემადგენლობაში შემავალი სასწავლო-სტრუქტურული ერთეულია. განთავსებულია ტექნიკური უნივერსიტეტის მე-8 კორპუსში, მე-3 სართულის B  ფლიგელში. დეპარტამენტი და მისი ისტორია საზოგადოების საყოველთაო ინფორმატიზაციის პირობებში, ინფორმატიკა ჩამოყალიბდა  ფუნდამენტურ მეცნიერებად, რომელიც შეისწავლის ინფორმაციის კომპიუტერული დამუშავების ზოგად პრინციპებს და მართვის პროცესების ინფორმაციული უზრუნველყოფის საკითხებს.

      დეპარტამენტის ისტორია იწყება 1975 წელს , როდესაც პროფესორ მიხეილ გოთოშიას ხელმძღვანელობით,ზოგად-ტექნიკურის სტატუსით შეიქმნა ” საინჟინრო და ეკონომიკურ გაანგარიშებებში კომპიუტერების გამოყენების ” კათედრა . 1995 წლიდან იგი ფუნქციონირებდა ”ინფორმატიკის საფუძვლებისა და კომპიუტერული ტექნოლოგიების” კათედრის , ხოლო 2012 წლიდან, ახალ სტრუქტურებზე ტექნიკური უნივერსიტეტის გადასვლის შემდეგ, ”ინტერდისციპლინური ინფორმატიკის” დეპარტამენტის სახელით.

 

დეპარტამენტის თანამშრომლები:

პროფესორებ

  1. ახობაძე მერაბი 
  2. ძიძიგური გიორგი 
  3. წვერაიძე ზურაბი
  4. ხომერიკი ირინე
  5. კვესელავა ქეთევან

ასოცირებული პროფესორები

  1. ბარდაველიძე ხათუნა 
  2. ბოჭორიშვილი ირაკლი 
  3. ბჟალავა ნიკოლოზ 
  4. ბრელიძე მარინე 
  5. დალაქიშვილი გოჩა 
  6. თედეშვილი ლიანა 
  7.  კოტრიკაძე გულნარა ;
  8. მგელაძე ანტონი 
  9. პაატაშვილი ფილხაზი 
  10. როჭიკაშვილი ეკატერინე 
  11. სტურუა თეიმურაზ 
  12. ტაკაშვილი ვალერი
  13. ცისკარიშვილი ნინო 
  14. ჭოლიკიძე ლევან
  15. ბუზალაძე ანნა

ასისტენტ-პროფესორები

  1. ვარძიაშვილი ნინო 
  2. ჩადუნელი ნუგზარი 
  3. შიუკაშვილი მარიამი 
  4. ჭიღლაძე თეონა 

მოწვეული პროფესორები

  1. მელაძე ჰამლეტ - პროფესორი
  2. ანანიაშვილი გულაბერ - პროფესორი
  3. ირაკლი როდონია - პროფესორი 
  4. ძოძუაშვილი ამურ - პროფესორი
  5. ბუაჩიძე ნუგზარ - ასოც. პროფესორი 
  6. კურცხალია ელგუჯა - ასოც. პროფესორი 
  7. ქორჩილავა დარეჯან - ასოც. პროფესორი 
  8. იაშვილი ლაშა - ასოც. პროფესორი

უფროსი მასწავლებელები

  1. ბერიშვილი მარინა 
  2. ბუზიაშვილი თამარ 
  3. ბურჯანაძე ივეტა 
  4. გირგვლიანი გურამ 
  5. დოლიძე მაია
  6. კუჭავა გიორგი 
  7.  ნიჟარაძე მზია 
  8. ოვსიანიკოვი კონსტანტინე 
  9. სიხარულიძე მაია 
  10. ფანჯარაძე გულნარა 
  11. შავერდაშვილი ლაურა 
  12. ხვიჩია ვალერიან 
  13. ხუციშვილი დავით 
  14. ჯააძე სოფიო 
  15. გეგეჭკორი მერი 
  16. გიორგობიანი ნინო 
  17. ზაკუტაშვილი მზია 
  18. თანდილაშვილი გიორგი
  19. მაღალაშვილი მერი 
  20. სარდალიშვილი სოფიო 
  21. ჩხაიძე ნათელა 
  22. ჭოლიკიძე მაია 
  23. ხეცაურიძე ევა 
  24. გიგილაშვილი ანა 
  25. ქვლივიძე მაკა
  26. ბრეგვაძე მარიკა

 

 

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი, ინდერდისციპლინური დეპარტამენტი, ცენტრი 'ერთად' 2017 წელი